დემოს მოთხოვნა
ბუღალტრული პროგრამა ქართული კომპანიებისთვის

ზედნადები, ფაქტურა და ბანკი ერთ დოკუმენტში

SOLO თავად კითხულობს rs.ge-ს და ბანკის ამონაწერს, გატარებებს ადგენს და თვის ბოლოს დეკლარაციებს ამზადებს. ბუღალტერი ამოწმებს და ადასტურებს.

rs.ge6 ბანკის ამონაწერიეროვნული ბანკის კურსიბრაუზერიდან
შპს მაგალითის/კ 400000000 · დღგ-ს გადამხდელი
რეალიზაცია #1024 — 13.11.2026რეალიზაცია · ზედნადებით
რედაქტირებაფ/გინვოისიკოპირება
რა გაიყიდარაოდ.ფასითანხა
მონიტორი 23.8″ FHD4285.001 140.00
SSD 512GB M.22290.00580.00
სულ, დღგ 18% ჩათვლით1 720.00
დ1410.01მოთხოვნა მყიდველის მიმართ1 720.00 კ6110შემოსავალი რეალიზაციიდან1 457.63 კ3330გადასახდელი დღგ262.37

რაც შემოდის, SOLO გატარებად აქცევს

ლურჯად არის ის, რასაც ბუღალტერი დღეს ხელით გადაწერს, ფირუზისფრად კი ის, რაც SOLO-ში მზად ხვდება. ყველაფერი ჩვეულებრივი გატარებაა ანგარიშთა გეგმით: ჩანს, იხსნება და სწორდება.

rs.geმიღებული და გაცემული ზედნადებები
მზადააშესყიდვა და გაყიდვა, საქონელი საწყობში

ანგარიშ-ფაქტურა ზედნადებით იწერება და rs.ge-ზე ებმის. მყიდველის დადასტურებაც აქვე ჩანს.

ბანკიამონაწერი Excel-ით
მზადააგადახდები კონტრაგენტებზე, ვალები დახურული

თიბისი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტი, ლიბერთი, ჰალიკი, ზირაათი. ანგარიში IBAN-ით იცნობა, განმეორებადი გადახდა თქვენი წესით.

საბაჟოიმპორტის დეკლარაცია და ტრანსპორტის ინვოისი
მზადააიმპორტის დღგ და თვითღირებულება

ტრანსპორტის და გადამზიდის ხარჯი საქონელზე ნაწილდება წონით ან რაოდენობით.

სალაროფისკალური ჩეკი და ბარათის ტერმინალი
მზადაადღის გაყიდვა და ნაშთი

ჩეკი არ დაიბეჭდა ან ტერმინალმა არ დაადასტურა, SOLO გაყიდვას არ წერს.

ხელფასიუწყისი და დივიდენდის გადაწყვეტილება
მზადაასაშემოსავლო, საპენსიო, დივიდენდის 5%

საშემოსავლოს დეკლარაციის დანართები rs.ge-ზე ასატვირთ ფაილად.

ეროვნული ბანკიოფიციალური კურსი ყოველდღე
მზადაასავალუტო ნაშთების გადაფასება

დოლარისა და ევროს ანგარიშები, ავანსები და სესხები თვის ბოლოს თავად გადაფასდება.

თვე მთავრდება 15 რიცხვში

ყოველთვიური დეკლარაციების ვადა მომდევნო თვის 15 რიცხვია. SOLO წინა თვის ციფრებს თვის დასაწყისიდან ამზადებს და გაჩვენებს, რა აკლია: დაუდასტურებელი ფაქტურა, გაუტარებელი ზედნადები, უცნობი გადახდა.

  • 15.12
    დღგ-ს დეკლარაციანოემბრის გაყიდვები, შესყიდვები და იმპორტი, ჩათვლა ფაქტურებით
  • 15.12
    საშემოსავლო გადასახადიხელფასი, მომსახურება და დივიდენდი, დანართებით
  • 15.12
    მოგების გადასახადიგანაწილებული მოგება და მასთან გათანაბრებული გადახდები

დეკემბერი 2026

ორსამოთხხუთპარშაბკვ 123456 78910111213 14151617181920 21222324252627 28293031
ნოემბრის შემოწმებადეკლარაციების ვადა

გადმოსვლა წინა პროგრამიდან

წლების ისტორია თან მოგყვებათ. ნაშთები, ვალები და ბრუნვები ძველ ციფრებს თეთრამდე უნდა ემთხვეოდეს, და ამას SOLO თვითონ ამოწმებს.

ნაბიჯი 1

ექსპორტი

ძველი პროგრამიდან მონაცემების ფაილს ჩამოტვირთავთ. Balance-ის ექსპორტს SOLO პირდაპირ კითხულობს.

ნაბიჯი 2

შედარება

ბრუნვითი უწყისი, ვალები და ნაშთები ძველ ციფრებს უდარდება. სადაც განსხვავებაა, SOLO სტრიქონს გაჩვენებს.

ნაბიჯი 3

მუშაობა

ახალი თვე უკვე SOLO-ში იწერება. ძველი წლები ანგარიშებისთვის აქვე რჩება.

ოთხი კომპანია უკვე გადმოვიდა 2022 წლიდან მოყოლებული ისტორიით.

ნახეთ თქვენი კომპანიის მონაცემებით

მოგვწერეთ კომპანიის სახელი და რა პროგრამით მუშაობთ ახლა. დემოს გაჩვენებთ და გადმოსვლის გეგმას ერთად შევადგენთ. ფასი კომპანიის მოცულობაზეა დამოკიდებული.

დაგვირეკეთ +995 511 56 95 69 ან მოგვწერეთ info@soloacc.ge
დარეკვაწერილი